Author: კადეტი დ.ლეჟავა
გამოყენება
გამოიყენება ანალიზურ ქიმიაში, მაგალითად სასმელი წყლების და ზოგადად წყლების ქიმიური ანალიზის დროს. ამ მიზნით გოგირდწყალბადის მიღება ხდება სულფიდურ მადანზე(FeS; FeS2;CuS ან სხვა სულფიდურ მადანზე) ძლიერი მჟავას მოქმედებით (HCl; H2SO4). ამ დროს მიიღება შესაბამისი მარილი და აირის სახით გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელსაც ატარებენ წყალში FeS + 2HCl --- FeCl2 + H2S და თუ წყალში შედის ისეთი მეტალების იონები რომელთა სულფიდები წყალში არ იხსნება, ეს ნივთიერებები ილექება. აღსანიშნავია რომ ამ სულფიდებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ. მაგ:
⦁ CuS, PbS; - შავი (სხვათაშორის გოგირდწყალბადი ძლიერი საწამლავია, მისი ჩასუნთქვა მცირე რაოდენობითაც კი შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს.
რა არის ამის მიზეზი?
შესაბამის სულფიდ-იონებს აქვთ უნარი გამოიტანონ სისხლში არსებული რკინა, რომელის დანიშნულებაა ჟანგბადის შეერთება და უჯრედებამდე მიტანა, და წარმოქმნის FeS-ს. ჰემოგლობინს ეკარგება უკვე აღნიშნული თვისება, შედეგად სისხლი შავდება და ორგანიზმი იღუპება. ამიტომ, ისეთ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია რომ გოგირდწყალბადი იყოს ჰაერში(ასეთი ადგილია მაგ. ლაბორატორია) აქ ათავსებენ ტყვიის ნიტრატის ხსნარში დასველებულ ფილტრის ქაღალდს და თუ ჰაერში შეინიშნება გოგირდწყალბადი მცირე რაოდენობითაც კი, რადგან ეს რეაქცია არის ძალიან მგრძნობიარე მივიღებთ ასეთ რამეს:
Pb(NO3)2 + H2S --- PbS + 2HNO3
⦁ CdS - ყვითელი
⦁ ZnS - თეთრი
⦁ MnS - ვარდისფერი
⦁ HgS - წითელი
ამ ყველაფრიდან გამომდინარე გოგირდწყალბადს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული ღირებულება ანალიზურ ქიმიაში.
წვა
წვა შეიძლება იყოს სრული და არასრული. სრული წვის დროს მიიღება შესაბამისი ოქსიდი, წყლის ორთქლი და გოგირდ-ოთხის ოქსიდი. ხოლო თუ გოგირდწყალბადის წვის დროს ალში ცივ საგანს შევიტანთ, იმის გამო რომ ალი გაცივდება გოგირდი ვერ მოასწრებს დაწვას და გამოიყოფა არა SO2, არამედ თავისუფალი გოგირდი.
2H2S + 3O2 ---- 2H2O + 2SO2
თუ მოვახდენთ გოგირდწყალბადის არასრულ წვას, ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში იქნება ასეთი რეაქცია:
2H2S + O2 --- 2H2O + 2S
წყალში ხსნადობა
რაც შეეხება წყალში ხსნადობას, გოგირდწყალბადი წყალში იხსნება, თუმცა მის წყალხსნარს აქვს სუსტი მჟავე რეაქცია, ეს იმას ნიშნავს, რომ გოგირდწყალბადი არის სუსტი მჟავა და როგორც სუსტი მჟავა, ის განიცდის საფეხურებრივ დისოციაციას, თუმცა მეორე საფეხურზე დისოციაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
1. H2S --- H+ + HS-
2. HS- --- H+ + S2-
რაც შეეხება მის სხვა თვისებებს, როგორც სხვა მჟავები, ისიც შედის რეაქციაში ტუტეებთან, ფუძეებთან, ფუძე ოქსიდებთან და მეტალებთან, თუმცა ეს რეაქციები გოგირდწყალბადის სისუსტის გამო ძალიან ნელა მიმდინარეობს.
ტუტესთან ურთიერთქმედების დროს, როგორც ორფუძიანმა მჟავამ, მას შეუძლია წარმოქმნას ორი რიგის მარილი. მაგ:
NaOH + H2S --- NaHS + H2O (როდესაც ტუტესა და მჟავას მოლური თანაფარდობა თანაბარია 1:1) - ჰიდროსულფიდი.
2NaOH + H2S --- Na2S + 2H2O (როდესაც ტუტეს ავიღებთ ორმაგი რაოდენობით) - სულფიდი.
სულფიდებიდან აღსანიშნავია, რომ ტუტე მეტალის სულფიდები - Na2S; K2S ხსნადია, ხოლო დანარჩენი სულფიდები წყალში უხსნადია და როგორც ავღნიშნეთ სხვადასხვა შეფერილობის არიან.
No comments:
Post a Comment